Wednesday, June 29, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრნინგი იყო საკმაოდ დატვირთული. დასაწყისში ვიმუშავეთ წყვილებში და გავაცანით ერთმანეთს ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები.ტრენინგი ეხებოდა პედაგოგებისათვის მეტად საჭირო საკითხს-შეფასებას. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასებისა და პროექტის საბოლოო შეფასების რუბრიკას და ამის დახმარებით შევქმენით რუბრიკები.

Tuesday, June 28, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში გაუზიარეთ ერთმანეთს შეფასების შეჯამებიის შესახებ დაწერილი ნიმუშები. შემდეგ გავეცანით იმფორმაციას საავტორო უფლებების დაცვის შესახებ და შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი ათვისებული მასალის გათვალისწინებით. ვისწავლეთ როგორ შევაფასოთ ვებ-გვერდების საიმედოობა.
ვისწავლეთ როგორ გავუზიაროთ ერთმანეთს ბლოგები და გავაკეთოთ კომენტარები.
მადლობა ჩვენს ტრენერს რომ ასე საინტერესოდ გადმოგვცემს სატრენინგო მასალას. ათვისებული მასალა დამეხმარება მომავალში წარმატებით გავართვა თავი პროექტზე მუშაობას.

Friday, June 24, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა.გავნიხილეტ რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ შეფასების ჩარჩოს შექმნისთვის. გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა და დავიწყეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა. ძალიან დატვირთული დღე იყო. დღევანდელი ინფორმაცია დამეხმარება კარგად დავგეგმო პროექტის შეფასებისას  რომელი მეთოდები და  რა თანმიმდევრობით გამოვიყენო.

Wednesday, June 22, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო საკმად ინფორმაციულად დატვირთული, მაგრამ ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ პროექტის მიზნისა და მისაღწევი შედეგების ჩამოყალიბება, რაც ძალიან დამეხმარება ჩემს პროექტზე მუშაობისას.გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების სახეობებს. მიღებული ინფორმაცია დამეხმარა ჩემი პროექტის ზოგადი  და  თემატური კითხვის ჩამოყალიბებაში. მადლობა ჩვენს ტრენერს ტრენინგის ასე საინტერესოდ წარმართვისათვის.

Tuesday, June 21, 2016

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.ვისწავლეთ სტატიის და ბუკლეტების შექმნა. დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება საინტერესო და მოტივირებული გავხადო პროექტზე მუშაობა. ბუკლეტების დიზაინის შერჩევასა და  მათი გავრცელების პროცესში მოსწავლეები ხალისით ჩაერთვებიან, რაც თავისმხრივ გაზრდის მათი მუშაობის ხარისხს პროექტზე მუშაობისას.

Thursday, June 16, 2016

პირველი დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით Viewer-ის სახელმძღვანელოს. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები. გავეცანი მნიშვნელოვან რესურსებს და ჩემთვის საინტერესო რესურსები გადავიტანე  პორტფოლიოში. გავეცანი პროექტის მახასიათებლებს. ვნახე პროექტის ნიმუშები.  ეს ყველაფერი დამეხმარება პროექტების უკეთესად დაგეგვმასა და ჩემს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ ჩვევების დანერგვა-განვითარებაში.მოლოდინი ძალიან დიდი მაქვს, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად შევისწავლი ისტ-ის გამოყენებით პროექტებზე მუშაობას.