Tuesday, July 5, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

2016 წლის 5 ივლისს დავამთავრეთ ინტელის ტრენინგი. ,გაიმართა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მოვახდინეთ ერთმანეთის უკუკავშირი. ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორტფოლიო ჩვენს ბლოგებზე.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. პროექტებით სწავლება ძალიან აქტუალურია 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, ჩვენი მოვალეობაც ამ უნარების განვითარებაა მოსწავლეებში.
ტრენერი შორენა ბადურაშვილი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კომუნიკაბელობით,რის გამოც ტრენინგი ჩვენთვის ბევრის მომცემი აღმოჩნდა. ამომწურავად და საინტერესოდ გადმოგვცა ინფორმაცია. მადლობას ვუხდი ქალბატონ შორენას გაწეული შრომისთვის.

Monday, July 4, 2016

მერვე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა დღის მასალა
ტრენინგზე გავეცანით მეშვიდე მოდულს - ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება. დავამთავრეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. .შევადგინეთ ელექტრონული კითხვარი
პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება და ძალიან სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ხილვა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

 გავიხსენეთ წინა მასალა და გადავედით მეექვსე მოდულის განხილვაზე--დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
        
           მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მოსწავლის და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით